სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიკვებებით სასარგებლო პროდუქტებით, უპირატესობას ვანიჭებთ ენერგეტიკულად ღარიბ, რაფინირებულ საკვებს და უპირველეს ყოვლისა, ვაზიანებთ საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ეს კი იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს, ამიტომ აუცილებელია კუჭ-ნაწლავის პრობლემების პრევენცია.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფუტკრის პროდუქტები საუკეთესო საკვებია ჩვენი ორგანიზმისთვის, ამავდროულად, ეფექტურია კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდაც და მისი პრევენციისთვის. კომპანია „ტენტორიუმმა“ შექმნა უნიკალური ფორმულები, სადაც ერთმანეთს არის შეხამებული ფუტკრის პროდუქტებისა და სამკურნალო მცენარეების სამკურნალო თვისებები.
კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად რეკომენდებულია შემდეგი პროდუქტები:
- პროგრამა „ჟკტ-ულტრა“ - დრაჟეების ნაკრებია, რომელიც დაგვეხმარება საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში და დაავადებების გამწვავების პრევენციაში. „ჟკტ-ულტრა“ წარმოადგენს ყვავილის მტვერის, პროპოლისისა და სამკურნალო მცენარეების კომბინაციას. პროდუქტი ხელს უწყობს მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაჯანსაღებასა და მოწესრიგებას. აქვს ანთების და წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. აქრობს კუჭის არეში არასასიამოვნო შეგრძნებებს, ტკივილს, აგრეთვე გულძმარვას, შებერილობას და სხვა დისპეპსიურ მოვლენებს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. იგი რეკომენდებულია მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ და პრევენციისთვის.